gototopgototop

Burraqtravel

banner-1

banner-3

ფრენები

დაბრუნებით
ერთი გზა
გამგზავრების ადგილი:
მიმართულება:
გამგზავრების თარიღი :
calendar
დაბრუნების თარიღი :
calendar
მოზარდები
ბავშვები (2-11წწ)
ჩვილები (0-2წწ)
გაფართოებული ძებნა

სასტუმროები

დანიშნულების ქალაქი:
შესვლის თარიღი
calendar
გამოსვლის თარიღი
calendar
სასტუმრო ოთახი
ოთახის ტიპი
გაფართოებული ძებნა

ავტომობილები


დანიშნულების ქალაქი
გამოყვანის თარიღი
calendar
ჩაბარების თარიღი
calendar
გაფართოებული ძებნა

ფრენები + სასტუმროები

დაბრუნებით
გამგზავრების ადგილი:
მიმართულება:
გამგზავრების თარიღი :
calendar
დაბრუნების თარიღი :
calendar
საცხოვრებელი ქალაქი:
სასტუმრო ოთახი
ოთახის ტიპი
მოზარდები
ბავშვები (2-11წწ)
ჩვილები (0-2წწ)
გაფართოებული ძებნა

ფრენები + ავტომობილები

დაბრუნებით
გამგზავრების ადგილი:
მიმართულება:
გამგზავრების თარიღი :
calendar
დაბრუნების თარიღი :
calendar
მოზარდები
ბავშვები (2-11წწ)
ჩვილები (0-2წწ)
გაფართოებული ძებნა
FAQ

ავიაკომპანიები

სასტუმროები

კრუიზები

 

ზოგადი

 ავიაკომპანიები

1) დამიბრუნდება თუ არა თანხა ბილეთის გამოუყენებლობის შემთხვევაში?

ავიაბილეთის სრული ან ნაწილობრივი თანხის კომპენსაცია დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული ნებისმიერი ავიაკომპანიის შიდა პოლიტიკაზე.
დაჯავშნის შემდეგ დამადასტურებელი ელექტრონული ფოსტა (email) გაუწყებთ თქვენს მიერ შერჩეულ საფასურზე (ტარიფზე) არსებულ ყველა წესს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს კლიენტთა მომსახურების სამსახურს.

2) ვის უნდა მივმართო ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში?

ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ავიაკომპანიას ჩამოსვლისთანავე.

3) ჩვილი ბავშვები საჭიროებენ თუ არა ბილეთს ან ადგილს?

ჩვილებისთვის (24 თვის ასაკის ქვემოთ) და ბავშვებისთვის უნდა ხდებოდეს ავიაბილეთების დაჯავშნა. თუ თქვენ გსურთ ადგილი თქვენი ჩვილისთვის,მაშინ უნდა გადაიხადოთ ბავშვის ბილეთის საფასური. ეს საფასური (ტარიფი) სრულწლოვანის ბილეთის საფასურის 70%-ს შეადგენს.

თუ თქვენ არ გსურთ ადგილი ჩვილისთვის და გირჩევნიათ იგი კალთაში ჩაისვათ, შეგიძლიათ დაჯავშნისას გადაიხადოთ მხოლოდ ბავშვის ბილეთის საფასური (სრულწლოვანის ბილეთის საფასურის 10%).

4) გადახდის რა ფორმებია დაშვებული?

დაშვებულია: MasterCard, Visa, Bank Deposit.

5) ორსულობის შემთხვევაში მაქვს თუ არა ფრენის უფლება?

შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის ცნობა, რომლის მიხედვითაც დედა და ბავშვი არიან ჯანმრთელნი, შეუძლიათ მოგზაურობა და ორსულობა არ არის სარისკო. იმ შემთხვევაში თუ 36-კვირაზე მეტი ვადის ორსული ბრძანდებით ბევრი ავიაკომპანია წინააღმდეგი იქნება თქვენი ფრენის, იმ მიზეზით, რომ შესაძლოა თქვენი მშობიარობა უშუალოდ ბორტზე მოხდეს.

6) რისი ატანა მეკრძალება თვითმფრინავის ბორტზე?

აკრძალულია დანები და ბასრი საგნები, სპორტული საქონელის უმეტესობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელსაწყოები 7 დუიმზე (17.78 cm) მეტი ზომის, ასაფეთქებელი მასალა, თავდაცვის საშუალებები, აალებადი ნივთიერებები, სითხეები - რომელიც 100 ml –ს აღემატება.

7) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბილეთების სარეგისტრაციო პუნქტზე აღმოვაჩენ ბარგის ჭარბ წონას?

გამგზავრების დღეს, რეგისტრაციისას ნებისმიერი ბარგი, რომელიც დაშვებული ოდენობის უფასო ბარგის წონას აღემატება,არის ჭარბი და ფასიანია იმ კურსის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს კონკრეტული სამგზავრო სექტორი.

8) როგორ მივიღო ჩემი ბილეთი?

გადახდის პროცესის დასრულებისთანავე თქვენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით (email) მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ჯავშანის შესახებ. შეგიძლიათ ამობეჭდოთ ეს ინფორმაცია ან რეგისტრაციის (check-in) დროს წარადგინოთ მხოლოდ თქვენი პასპორტი ან ID, იმისათვის, რომ მიიღოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ბორტზე ასასვლელად.

9) ძირითადი ბარგის და ხელბარგის რა დაშვებული სიდიდისა და წონის ნორმებით შემიძლია ვისარგებლო?

ძირითადი ბარგის ზომა და წონა იცვლება ავიაკომპანიების მიხედვით. ჩვენ გირჩევთ უშუალოდ დაუკავშირდეთ შესაბამის ავიაკომპანიებს.

რაც შეეხება ხელბარგის სიდიდეს, ევრო კავშირის სტანდარტების მიხედვით შემდეგია: 56cm x  45cm  x 25cm.

10) რეგისტრაციისთვის(check-in) რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდე აეროპორტში გამგზავრებისას?

სასურველია აეროპორტში ადრე მიხვიდეთ, რომ თავისუფლად გაიაროთ რეგისტრაცია. როგორც წესი საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში სულ მცირე 2 საათით ადრე და შიდა ფრენების შემთხვევაში  1 საათით ადრე მისვლა საჭირო და უმჯობესია.

სასტუმროები

1) დამიდასტურდება თუ არა დაუყონებლივ ჩემს მიერ შერჩეული სასტუმრო დაჯავშვნის დროს?

დიახ თქვენი ჯავშანი დადასტურდება და უდავოა, თუმცა სანამ უშუალოდ არ დარეგისტრირდებით(check-in) სასტუმროში, მანამდე შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება განსაზღვროთ კონკრეტული სასტუმრო ოთახი.

2) გადახდის რა ფორმებია დაშვებული?

დაშვებულია: MasterCard, Visa, Bank Deposit.

3) შესაძლოა თუ არა სასტუმრო ოთახის დაჯავშნა გადახდის გარეშე?

სასტუმრო ოთახის დაჯავშნა გადახდის გარეშე შეუძლებელია.

4) რა განსხვავებაა ორადგილიან ოთახსა (double room) და ორსაწოლიან (twin room) ოთახს შორის?

ორადგილიან ოთახს ერთი ორკაციანი საწოლი აქვს, ხოლო ორსაწოლიან ოთახს - ორი ერთკაციანი საწოლი.

5) ფასები (ტარიფები)მოცემული თქვენს ვებ გვერდზე გათვალისწინებულია ერთ ადამიანზეა თუ ერთ ოთახზე?

ყველა ტარიფი ჩვენს ვებ გვერდზე ითვალისწინებს ერთ ღამისთევას ერთ ოთახზე. განსხვავებულ შემთხვევაში მითითებული იქნება ფორმულირება.

6) როგორ უნდა მივხვდე რომ მე წარმატებით დავასრულე დაჯავშნა?

დაჯავშნის დასრულებისთანავე დამადასტურებელი გვერდი გამოჩნდება კომპიუტერის ეკრანზე. იგივე გვერდს მიიღებთ თქვენი ელექტრონული ფოსტის (email) საშუალებით.

7) შედის თუ არა საუზმე  აღნიშნულ ფასში?

მას შემდეგ რაც მოძებნით კონკრეტულ სასტუმროს თქვენთვის სასურველ თარიღებში, საუზმისა და ოთახის აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დააწკაპუნეთ ოთახის ტიპზე.

8) რამდენად შესაძლებელია ოთახის ერთი დღით დაჯავშნა ღამისთევის გარეშე?

ეს შეუძლებელია, რადგანაც ჯავშანი უნდა იყოს არაუმცირესი 1 ღამისთევისა.

9) დაჯავშნა არ მაძლევს მწეველთა ოთახის არჩევანის შესაძლებლობას - რატომ?

თუ მწეველთა ოთახის არჩევანის საშუალება არ გეძლევათ, მაშინ მოწევა სასტუმროს ყველა ოთახში აკრძალულია.


კრუიზები

1) რას ნიშნავს კრუიზების გაუქმების პოლიტიკა?

კრუიზების გაუქმების პოლიტიკა დამოკიდებულია შესაბამის კომპანიაზე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.

2) როგორ განისაზღვრება კრუიზში მოგზაურობისთვის მინიმალური ასაკი ? შემიძლია თუ არა ჩვილი ბავშვის წაყვანა?

საკრუიზო ხაზების უმრავლესობის შიდაპოლიტიკის თანახმად კრუიზში გამგზავრება შეუძლიათ ჩვილებს არა უმცირეს 16 კვირისა.ხანგრძლივი და ეგზოტიკური მოგზაურობისთვის უმჯობესია ბევშვების ასაკობრივი მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს. თითოეულ საკრუიზო ხაზს საკუთარი ასაკობრივი ლიმიტი გააჩნია. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.

3) აქვთ თუ არა ორსულ ქალებს კრუიზით მოგზაურობის  უფლება?

თუ თქვენი ორსულობის ვადა 6  თვეზე ნაკლებია, აუცილებლია იქონიოთ თქვენი ექიმის ნებართვა სამოგზაუროდ. თუ ორსულად ბრძანდებით დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს და გაარკვეთ ყველა დეტალი თქვენს მიერ დაგეგმილი მოგზაურობისთვის.

4) მჭირდება თუ არა პასპორტი სამოგზაუროდ?

ეს დამოკიდებულია კრუიზის ტიპზე და მიმართულებაზე.დაგჭირდებათ  თქვენი ეროვნების და პირადულობის დამამტკიცებელი საბუთი. წინასწარ მიიღებთ სრულ ინფორმაციას მგზავრობისათვის სავალდებულო დოკუმენტაციაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.

5) დამჭირდება თუ არა დამატებითი თანხა გართობისათვის?

საკრუიზო ხაზების უმრავლესობა გართობას უფასოდ სთავაზობს მომხმარებელს.მოგზაურობის დროს  ნებისმიერი სახის წარმოდგენები, ცოცხალი სანახაობები (show),ფილმები და ა.შ. კრუიზის ღირებულებაში შედის.

6) არსებობს თუ არა სამედიცინო მომსახურება ბორტზე?

თითქმის ყველა საკრუიზო გემს გააჩნია სამედიცინო პუნქტი და ჰყავს ჯანდაცვის  გამოცდილი პერსონალი,ყველა სასწრაფო და გადაუდებელი შემთხვევის დროულად და ოპერატიულად მოგვარებისათვის. თუ ჯანმრთელობის რაიმე  სერიოზული პრობლემა გაწუხებთ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს მოგზაურობას, უმჯობესია კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს და ბილეთის დაჯავშნის დროს შეატყობინოთ მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.

7) დაშვებულია თუ არა ჯგუფური ჯავშანი საკრუიზო ხაზების მიერ?

ჯგუფური დაჯავშნის გაკეთება საკრუიზო ხაზების უმრავლესობისთვის ყველაზე სასურველი და ხელსარელია.ცალკეულ შემთხვევებში მომხმარებელს სთავაზობენ სპეციალურ ფასდაკლებებს, რაც დამოკიდებულია ჯგუფში მოგზაურთა რაოდენობაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.

8) რა ასაკის მგზავრებს შეუძლიათ ალკოჰოლის მოხმარება?


ალკოჰოლის მოხმარებისთვის დაშვებული ასაკი 18 ან 21 წელია და შესაბამისად დამოკიდებულია საკრუიზო გემის შიდაპოლიტიკაზე.

ზოგადი

1) რა უნდა მოვიმოქმედო,თუ მივიღებ შეტყობინებას ჩემი საკრედიტო ბარათის გაბათილების შესახებ?

დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს.

2) რამდენადაა დაცული ჩემი საკრედიტო ბარათი და პირადი ინფორმაცია,როდესაც ვახდენ დაჯავშნას ინტერნეტის საშუალებით?

ჩვენი ვებგვერდი სრულიად უსაფრთხო და საიმედოა,რომელიც დამტკიცებულია  Geo Trust – ის მიერ.გადახდისთვის გამოყენებული ყველა პირადი მონაცემი გარდაიქმნება დაშიფრულ კოდებად და მომხმარებელთა მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ავიაკომპანიას ჩამოსვლისთანავე.
 

Newsletter

ძირითადი ინფორმაცია

პარტნიორები

  • taza
  • burraqGroup
  • burraqTelecom
  • spring-tel
  • moneysafecard
  • europhoto
  • ucs
  • hatta
  • sete
  • eot
  • national-bank
  • eurobank
  • AlphaBank logo
  • cards